Friday, May 21, 2010

ტოტალიტარიზმი და საქართველო


ტოტალიტარული რეჟიმი იყო ორი სახის: ფაშისტური და კომუნისტური.ამ ორ რეჟიმს შორის დიდი განსხვავება არ არის, ორივეს სათავეში დიქტატორი იდგა. მე ყურადგებას გავამახვილებ კომუნისტურ დიქტატორაზე,რადგან იგი უშუალოდ შეეხო ჩვენს ქვეყანას. საქართველო იყო საბოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა.1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა ”წითელი რუსეთი”, რომლის სათავეშიც იდგა ვლადიმერ ილას ძე ლენინი ”ოლიანოვი”.რუსეტის იმპერიის ბევრ ერს ცეცხლითა და მახვილით აიძულეს გასაჭოება.1924 წლიდან საჭოთა კავშირის ”ძმურ რიგებს” საქართველოც შეუერთეს. იმავე წლიდან კომუნისტურ იმპერიას სათავეში ჩაუდგა იოსებ ბესარიონის სძე ჯუღაშვილი იგივე სტალინი,რომელმაც ააღორძინა და გააძლიერა ლენინის მიერ დანატოვარი იმპერია. მანაც არ უღალატა წინამორბედის იდეოლოგიას და მართვის ფორმებს. მანაც იგივე სისხლიანი გზით განაგრძო სვლა. სტალინის მმართველობის დროსაც აფსურდული მიზეზების გამო იჭერდნენ, ხვრეტდნენ და ასახლებდნენ ხალხს. ამ ხალხს კი წარმოადგენდა სამღვდელოება, ბურჟუაზია და ინტელიგენცია. ისინი შეეწირნენ ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას.არც ერტ დიქტატორს არ სჭირდებოდა ისეთი ადამიანი ვისაც მათთვის მიუებელი აზრი ჰქონდა. ის ვინც არ განადიდებდა პარტიისატვის მისაებ იდეოლოგიას ქვეყნის მტრად ირაცხებოდა. საქართველოში ასეთი ქვეყნის მტერი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, ისინი დაუფარავად იბრძოდნენ არსებული წყობის წინაამდეგ. ამ ქარტველი პატრიოტებისაგან დღეს მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. დიდ ქართველ მწერალსა და სახოგადო მოღვაწეზე მიხეილ ჯავახიშვილზე.
მიხეილ ჯავახიშვილმა დაუფარავად დაიწყო ბრძოლა კომუნიზმის წინააღმდეგ. ჩემი აზრით მას კარგად ჰქონდა გააზრებული რა მოჰყვებოდა მის ასეტ მოქმედება, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა და მისმა უსაზღვრო პატრიოტიზმა ყველაფერს გადააჭარბა. მან მოიმარჯვა თავისი კალამი, რომრლიც ერისტვის კარგის მეტს არაფერს ქადაგებდა, ხოლო საბჭოელებისათვის ჯავახიშვილის კალმით მოხაზული თითო ასოც მომაკვდინებელი იყო. სწორედ ამიტომ ჩეკისტები სსტიკად გაუსწორდნენ ქართველ გმირს, რომელიც არ შეეგუა თავის ქვეყნის დაკნინებას და მსოფლიოსაგან გამოთიშვას. 1937 წლის 30 სექტემბერს იგი დახვრიტეს.
ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს მ. ჯავახიშვილის თუნდაც პატარა ნაშრომი, ისიც ალბათ ჩემსავით ფიქრობს, რომ მიხეილი ქართველ კალმოსანთან შორის ერთ-ერთი პირველი იყო. სწორედ ასეტ გმირებს, მწერლებსა და პოეტებს აცლიდა სხვადასხვა ქვეყნებს ტოტალიტარული რეჟიმი რათა თვითონ დამკვიდრევულიყო.
”ქარტული კალამი ძალიან
ჰგავს გოლგოთურ ჯვარს
რომელსაც ხელიუტ ვატარებ.”
მ. ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა








სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.

ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“, „ყბაჩამ დაიგვიანა", „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“, „ხუთის ამბავი“ და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრება, დეგენერაცია.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.

ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ — 1958—1964 მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

ასეთი სიტყვებით აბრთხილებს ჯავახიშვილი ქართული ლიტერატურის განვითარებასა და წინ სვლას: "დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ “ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ “გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.

და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.

აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა. რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი “სტილით” მოდის და პოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.

ჩვენ ქინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? – ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.

პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავ “სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ “პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა “ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები “ასტრალურ” ან “ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას. ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართეს თავისი ძალა და უნარი.

ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს “არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”. პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.

ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ “ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე."

მიხეილ ჯავახიშვილი და მისი ეროვნული იდეალები

.მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა იმ თაობას მიეკუთვნება,რომელმაც განავითარა რეალიზმის ტრადიციები და ამას დაუკავშირა ქართული XX საუკუნის ეროვნული ლიტერატურა.იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ქართულ ლიტერატურაში,ვინც გზა გაუკვალა ქართული პროზის განვითარებას.მისი მახატვრული პალიტრა მრავალფერადი და მარავალმხრივი იყო.მიხეილ ჯავახიშვილი ”ჩანჩურა” ”ტყუის კაცი”, ”ჯაყოს ხიზნები”, ”კვაჭი კვაჭანტირაძე” და საერთოდ მთელი შემოქმედებითი მემკივიდრეობა,ის მყარი საფძველი,ურომლისოდაც ძნელი წარმოსადგენია ქართული პროზა.
მძიმე ხვედრი არგუნა მას ღმერთმა,გასაოცარი და გაუგებარია ის უსამართლობა რისი მოწმენიც ვართ,მისი ცხოვრების მიმოხილვისას.ვინ და რატომ ერჩოდა მწერალს,ერთ-ერთ საუკეთესო მამულიშვილს .დიდიხნის მანძილზე იყო აკრძალული მისი შემოქმედების, მხატვრული სამყაროს შეცნობა ქართველი ხალხის მიერ.ის მსხვერპლი გახდა იმ სისასტიკისა რომელსაც 30-იანი წლების ტრაგედია ჰქვია.რომელმაც მოიცვა არამარტო საქართველო და სიცოცხლეს გამოასალმა უამრავი დიდი ქართველი,არამედ გავრცელება ჰპოვა დიდი იმპერიის ფარგლებში.
მწერალს სწამებდნენ ცილს,უწოდებდნენ ”ნაციონალისტს” და აიძულებდნენ დაეცვა საკუთარი შემოქმედებითი პოზიციები,რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.ცილის წამება განსაკუთრებით ”არსენა მარაბდელის ” გამოსვლის შემდეგ გახშირდა.კრიტიკოსთა შეფასებები ამ რომანის მიმართ ნამდვილ თავდასხმას გავდა.დრომ თვის ადგილზე დააყენა ყველაფერი და მიხეილ ჯავახიშვილის სახელი დიდებით გაბრწყინდა,მისი ნაწარმოებებისადმი საღი აზრი დამკვიდრდა.
მიხელი ჯავახიშვილი იყო ”ბელეტრისცო” , პუბლიცისტი, ჟურნალისტი.ყველაფერი ეს მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეხება.იგი არ იფარგლებოდა მხოლოდ პერიოდულ პრესაში წერილების გამოქვეყნებით,არამედ წლების მანძილზე სათავეში იდგა რამდენიმე ჟურნალ-გაზეთის სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობას.ამ სფეროს მან საკმაოდ დიდი დრო და ენერგია შეალია.ულმობელი ბედის წყალობით ტავიდანვე მიხეილ ჯავახიშვილს რთული ცხოვრების გზა ხვდა წილად,რომელიც მრავალნაირი წინააღმდეგობებით იყო სავსე,მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აქტიურად იყო ჩაბმული ახალგაზრდობიდანვე საზოგადოებრივ საქმიანობაში.ამ საქმეს გატაცებიტ და ტავდადებით ემსახურებოდა.
მიმოხილვა გავუკეთოთ მის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც.”არსენა მარაბდელის”ეპილოგში მ.ჯავახიშვილი წერს:”სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი თუ იქ სახელოვანი ვაჟკაცი დაიბადება”. ამ განათქვამის დამადასტურებელი მაგალითი თვითონ იყო.ყ ველაზე ჩამორცენილი მხარის,ძველად ბოჩალოდ წოდებული (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ორი მივარდნილი სიფელი წერაქვი და სიონი,სამუდამოს შევიდა ისტორიაში,რადგან იქ დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა.იგი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს
მიხეილ ჯავახიშვილი აწარმოებდა მთარგმნელობით მუსაობას.მას ნათარგმნი აქვს რამდენიმე მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებები.აქვს ნატარგმნი მოპასანის,ჩეხოვის,სენკევიჩის და სხათა ნაწარმოებები.იგი აწარმოებდა აგრეთვე ქარტული მხატრული ლიტერატურის რუსულ ენაზე თარგმნასაც.

ჯავახიშვილის ათი მცნება

1.შენ ხარ მარადიული განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პორადი მეგობარი.

3. ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, მას ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს დაუჯერე ყველაფერი, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს ყოველივე სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და მესამე შრომა.


მოხეილ ჯავახიშვილი

1924 წელი